რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს ცენტრის ინფორმაციით იანვრის თვეში წითელას შემთხვევები არ გაზრდილა, თუმცა გაიზარდა არაგეგმიურ აცრებზე მომართვიანობა.
ცენტრის ინფორმაციით, ორი კვირის განმავლობაში წითელას ვაქცინაცია 600-ზე მეტმა ადამიანმა ჩაიტარა. შეგახსენებთ, ბოლო მონაცემებით იანვრის თვეში წითელას 6 შემთხვევა დაფიქსირდა. წითელას აცრა უწყების გადაწყვეტილებით მოსახლეობისთვის უფასოდ არის ხელმისაწვდომი.