რუსთავის თეატრში ვლადიმერ ვისოცკისადმი მიძღვნილი სპექტაკლის ჩვენება გაიმართა

რუსთავის თეატრში რუსი პოეტის,მსახიობისა და მომღერლის ვლადიმერ ვისოცკისადმი მიძღვნილი სპექტაკლის ჩვენება გაიმართა.
საღამო “პუშკინის საზოგადოება-არიონის” წევრის ციური ბერიძის ორგანიზებით ჩატარდა.
სპექტაკლი ვისოცკის 80 წლის საიუბილეო თარიღს მიეძღვნა, რომლის სცენარის ავტორი და რეჟისორი მწერალი და პოეტი მიხეილ ანანოვია.

ვისოცკიმ განსაკუთრებით დიდი პოპულარობა მოიპოვა საკუთარი სიმღერების გიტარაზე შესრულებით. XX საუკუნის 70-იან წლებში მის სიმღერებს ყოფილი სსრკ-ის პრაქტიკულად მთელი მოსახლეობა იცნობდა მიუხედავად იმისა, რომ მისი სიმღერები იმდროინდელ საბჭოთა ოფიციალურ მასობრივ საინფორმაციო საშუალებებში თითქმის არ ისმოდა.

ვისოცკის ეკუთვნის 700-მდე სიმღერა და ლექსი, ითამაშა 30-მდე ფილმში, მონაწილეობდა სპექტაკლებში, სასტიკი ცენზურის პირობებში ვისოცკი ეხებოდა აკრძალულ თემებს, მღეროდა ყოველდღიურ საბჭოთა ცხოვრებაზე, სამამულო ომზე. ყოველივე ამან მას უდიდესი პოპულარობა მოუტანა.ვლადიმერ ვისოცკი 1980 წელს გარდაიცვალა