რუსთავში ბუნებრივი აირით დეკემბერში 34 ადამიანი, იანვარში კი 30 მოიწამლა

რუსთავში, ზამთრის სეზონის დადგომასთან ერთად, მოსახლეობის ბუნებრივი აირითა და ბუნებრივი აირის ნამწვით ინტოქსიკაციის რაოდენობა გაიზარდა.

ხშირ შემთხვევაში ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციის მიზეზი საცხოვრებელ სახლებში ტექნიკური ნორმების დარღვევით დამონტაჟებული წყლის გამაცხელებლები, ოთახის გამათბობლები ან დაზიანებული გაზგაყვანილობაა.

დეკემბერში ინტოქსიკაციის 13 ფაქტი დაფიქსირდა და 34 ადამიანი მოიწამლა, იანვარში კი დღემდე, 12 ფაქტი და 30 ადამიანი მოიწამლა, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვებიც.