რუსთავში ბუნებრივი აირით რამდენიმე ადამიანი მოიწამლა მათ შორის მცირეწლოვანი

რუსთავში ბუნებრივი აირის ნამწვით ორი ადამიანი მოიწამლა, მათ შორის არის მცირეწლოვანიც. CO-თი ინტოქსიკაცია ექვსი წლის ბავშვმა და დედამ მიიღეს. შემთხვევა მეგობრობის გამზირზე მოხდა.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა ორივე მათგანის ჰოსპიტალიზაცია მოახდინა. 6 წლის ბავშვი ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანეს, დედა კი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში მოათავსეს. სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანისას ორივე კონტაქტური იყო.ამ დროისთვის მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

გვიან ღამით ინტოქსიკაციის მეორე შემთხვევაც დაფიქსირდა. სამი მამაკაცი მოიწამლა Co-თი. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა კლინიკა “რუსთავში” გადაიყვანეს.