რუსთავში მძღოლებმა აქცია გამართეს

რუსთავ-თბილისის მიკროავტობუსების მძღოლებმა აქცია გამართეს.  აქციაზე დღეს ტრასპორტის პროფკავშირების თავმჯდომარეც იმყოფებოდა. მძღოლები ადგილობრივი ხელისუფლებისგან ბოდიშის მოხდას ითხოვენ და აცხადებენ, რომ ისინი ხუთშაბათს დროებითი სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე არ მივლენ.  ლავრენტი ალანიას თქმით,  იმ შემთხვევაში თუკი მერიაში ფიქრობენ, რომ ტრანსპორტის ტარიფის ცვლილებით სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული პირობები დაირღვა, მერიას ჯერ საჯარიმო სანქციები უნდა აემოქმედებინა, გამეორების შემთხვევაში კი სასამართლოსთვის მიემართა. მისივე თქმით დაუშვებელია მძღოლზე ზეწოლა.

დღეს აქციაზე მოქალაქეებიც მივიდნენ, რომლებიც მძღოლებისგან პასუხს ითხოვდნენ კითხვაზე თუ რატომ მოხდა ფასის ცვლილება, რასაც მოქალაქეებსა და მძღოლებს შორის ურთიერთშელაპარაკება მოყვა