რუსთავში საეკლესიო მაღაზია გაქურდეს

რუსთავში, მესხიშვილის ქუჩაზე, საეკლესიო მაღაზია გაქურდეს. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.

როგორც tv4-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს,  მაღაზიიდან წაღებულია 250 ლარის ოდენობის თანხა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო,რაც ქურდობას გულისხმობს.

უწყების ინფრომაციით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.