საცხოვრებელი კორპუსიდან მოსახელობის ევაკუაცია განხორციელდა

ვაშლიჯვარში, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის გამო მოსახლეობამ საცხოვრებელი კორპუსი დაცალა.

როგორც ცნობილია ადგილზე მაშველები იმყოფებიან, თუმცა საგანგებო სიტუაციების სამსახურის თქმით, ევაკუაცია მათ არ გამოუცხადებიათ და მოსახლეობა კორპუსს უსაფრთხოების მიზნით ცლის.

არსებული ინფორმაციით, ბუნებრივი აირი დაკეტილ ბინაში ჟონავს.