მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დამია გეურარხში მდინარე დებედას ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს.
სამუშაოების განხორციელების პროცესს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი მუნიციპალიტეტის პირველ პირთან და შესაბამის სამსახურებთან ერთად გაეცნო.
მდინარე სოფლისთვის წლების განმავლობაში საფრთხეს წარმოადგენდა, ვინაიდან მდინარის ადიდების შედეგად ნადგურდებოდა ადგილობრივი მოსახლეობის სასოფლო- სამეურნეო სავარგულები. პროექტის განსახორციელებლად, რეგიონალური განვითარებია ფონდიდან – 1 მილიონ 511 ათას 957 ოდენობის თანხაა გამოყოფილი.
პროექტის დასრულება მიმდინარე წლის მაისის თვეში იგეგმება .