პარიზში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი ოთხამდე გაიზარდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.
დაშავებულია 50-მდე ადამიანი. მათგან 10 კრიტიკულ მდგომარეობაშია. დაღუპულებს შორის ორი მეხანძრე და ერთი ესპანელი ტურისტია. მეოთხე მსხვერპლი, ახალგაზრდა ქალი კი იმ შენობაში ცხოვრობდა, სადაც აფეთქება მოხდა.
საფრანგეთის დედაქალაქში, ერთ-ერთ საცხობში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად, აფეთქება 12 იანვარს მოხდა, რის შემდეგაც შენობას ცეცხლი მოეკიდა. დედაქალაქის ცენტრალურ ნაწილში აფეთქების შედეგად, საცხობთან ერთად, დაზიანდა ახლომდებარე შენობები და რამდენიმე ავტომობილი.
შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე მობილიზებულია სამაშველო სამსახურის რამდენიმე ჯგუფი.