ქალი, რომელიც ოჯახის წევრმა დაჭრა მართვით სუნთქვაზე იმყოფება

ქალი, რომელიც ოჯახის წევრმა დაჭრა მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

ინფორმაცია ამის შესახებ მარნეულის “ჯეო ჰოსპიტალის” კლინიკაში ადასტურებენ. ექიმების თქმით, პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. მას ჭრილობა სამ ადგილზე აქვს მიყენებული. ორი გულმკერდის, ხოლო ერთი კისრის არეში.

სავარაუდო დამნაშავე ქალის დედაა, რომლმაც შვილს დაზიანება იმის გამო მიაყენა, რომ უცხო პირმა მისი პირადი ინფორმაცია ინტერნეტში გაავრცელა. ჩვენი ინფორმაციით ის უკვე დაკავებულია.