დეკანოზ გიორგი მამალაძეს ინსულტის ნიშნები აქვს

მსჯავრდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს ინსულტის ნიშნები აქვს და ის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში არის მოთავსებული . გიორგი მამალაძე ღუდუშაურის კლინიკაში №9 დაწესებულებიდა გუშინ გვიან ღამით იშემიური შეტევის დიაგნოზით გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაცია პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა.

უწყების ინფორმაციით, მსჯავრდებულს, წინასწარი დიაგნოზით, ჰიპერტონული კრიზი და თავის ტვინის ტრანზიტორული ტიპის იშემიური შეტევა აღენიშნებოდა, რის გამოც, N9 პენიტენციური დაწესებულებიდან სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.