მკვლელობა მოხდა ახმეტის მუნიციპალიტეტში. სოფელ ოჯიოში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 30 წლამდე მამაკაცმა თავისივე ასაკის თანასოფლელი სანადირო თოფით მოკლა.
შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. რა გახდა თანასოფლელებს შორის დაპირისპირების მიზეზი, ამ ეტაპზე უცნობია.
მომხდარის შესახებ დეტალებზე საუბარი უჭირთ ადგილობრივებს.
მათი თქმით, ახალგაზრდები მეგობრობდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. უწყებისვე ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მკვლელობაში ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.