პროექტები რომელიც რუსთავში განხორციელდება- მათშორის არის #27 ბაღი

რუსთავში დამატებით 1 მილიონ 200 ათასი ლარის ინფრასტრუქტურული სამუშაოები იგეგმება.

სივრცითი დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის სხდომაზე რუსთავის მერიის ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის სამსახურის უფროსმა ოთხი ინფრასტრუქტურული პროექტი წარადგინა, რომლის დაფინანსებაც ცენტრალური ბიუჯეტიდან მოხდება.

რეაბილიტაცია ჩაუტარდება გოგებაშვილისა და მის მიმდებარე ქუჩებს. იგეგმება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა ჭყონდიდელის დასახლებაში ჩაპაევისა და ჩეხოვის ქუჩებზე, რომლის ღირებულებაც 193 ათას 700 ლარი იქნება. რეაბილიტაცია ჩაუტარდება მეცხრამეტე და მეთვრამეტე მიკრორაიონების დამაკავშირებელ გზასაც.

პროექტი სანიაღვრე ქსელის მოწყობასაც ითვალისწინებს და მასზე 435 ათას 553 ლარი დაიხარჯება.ასევე გამაგრებითი სამუშაოები ჩაუტარდება 27-ე საბავშვო ბაღს. საკრებულოს მიერ პროექტების დამტკიცების შემდეგ, საკითხი საკონსულტაციო საბჭოზე გავა ამის შემდეგ კი მას მთავრობა განიხილავს.