საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ რუსთავში მომხდარი მკვლელობის საქმეზე საპატრულო ეკიპაჟის ქმედებების შესწავლა დაიწყო.
რუსთავში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთმა მედიასაშუალებამ ვრცელი რეპორტაჟი მოამზადა, რომელშიც თვითმხილველები შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციის წარმომადგენელთა გულგრილობაზე საუბრობენ.
შეგახსენებთ, რომ შემთხვევა რუსთავში რამდენიმე დღის წინ მოხდა. 13 წლის მოზარდის მკვლელობისთვის ბიძა დააკავეს. მეზობლების თქმით, დაკავებულს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, თუმცა ის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ადგილის უქონლობის გამო არ მიიღეს.