ბოლნისის ყოფილი გამგებელი გიორგი არევაძე პროკურატურამ დააკავა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი გიორგი არევაძე პროკურატურამ დააკავა. არსებული ინფორმაციით, მისი დაკავება ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლობის პერიოდში, მის საქმიანობას უკავშირდება.

რას ედავება გამოძიება გიორგი არევაძეს ამ ეტაპზე უცნობია.

გიორგი არევაძე ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებობას 2004-2007 წლებში იკავებდა.