გარდაბანში სპორტული დარბაზები სპორტული ინვენტარით აღიჭურვა (+ფოტო)

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სპორტული დარბაზები სპორტული ინვენტარით აღიჭურვა.

სპორტული ინვენტარი, რომელიც სპორტის ყველა მიმართულებისთვის არის განკუთვნილი გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სპორტსმენებსა და მწვრთნელებს პირადად გადასცეს.

გარდაბნის მერის  რამაზ ბუდაღაშვილის თქმით, სპორტის განვითარება მუნიციპალიტეტისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტულია . გარდაბნის მერის თქმით,   სპორტული დარბაზების ახალი ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფა, სპორტსმენების შედეგების გაუმჯობესებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მწვრთნელებს და სპორტსმენებს წარმატებული ასპარეზობისთვის  მადლობა გადაუხადეს.
როგორც ცნობილია, 2019  წელს  მწვრთნელების ხელფასები გაორმაგდა.სამომავლოდ საჭიროების მიხედვით მუნიციპალიტეტი დამატებით 100 000 ლარის სპორტულ ინვენტარს შეიძენს.