გარდაბნელი სპორტსმენების წარმატება ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში

გარდაბნელი სპორტსმენების წარმატება ბერძნულ -რომაულ ჭიდაობაში. მიმდინარე წელს გამართულ საქართველოს ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ,გარდაბნის მუნიციპალიტეტის სპორტსმენებმა იასპარეზეს და უკან საპრიზო ადგილებით დაბრუნდნენ.

პირველი ადგილის მფლობელი სოფელ ნორიოდან, რობერტ კობლიაშვილი 87 წონით კატეგორიაში გახდა, მეორე ადგილი 77 წონით კატეგორიაში დემურ ქავთარაძემ დაიკავა, მესამე ადგილის მფლობელი გახდა ,55 წონით კატეჰორიაში, აკაკი ოსიაშვილი.

საპრიზო ადგილები მოიპოვეს საქართველოს ჩემპიონატზე სპორტმენებმა სოფელ მარტყოფიდან. 77 წონითი კატეგორიაში ,პირველი ადგილი ბექა მამუკაშვილმა დაიკავა.

რაც შეეხება სოფელ სართიჭალას, სართიჭალიდან 4 სპორტსმენი უკან მესამე ადგილით დაბრუნდა .

საქართველოს ჩემპიონატზე სხვადასხვა წონით კატეგორიაში მესამე ადგილი დაიკავეს:
ჭიკაიძე ნიკოლოზი 72კგ წონით კატეგორია,
აივენგო რიკაძე 82კგ წონითი კატეგორია,
გიორგი ქაცანაშვილი 87კგ წონითი კატეგორია,
ბარბაქაძე გიორგი 130კგ წონითი კატეგორია .