დავით კირკიტაძეს 15 000 ადამიანი თავდებში უდგება

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის, დავით კირკიტაძის სასამართლო პროცესი გურჯაანის რაიონულ სასამართლოში მიმდინარეობს. დღეს სასამართლოზე 15 000 ხელმოწერას წარადგენენ და მისი თავდებით გათავისუფლებას მოითხოვენ.

აღნიშნულის შესახებ პოლიტსაბჭოს წევრმა, გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.

მისი განცხადებით არანაირი საფუძველი არ არსებობს დავით კირკიტაძის პატიმრობაში ყოფნის.

“ყველა იმ დოკუმენტთან ერთად, რომელიც ამტკიცებს და ასახავს, რომ არანაირი საფუძველი არ არსებობს დავით კირკიტაძის პატიმრობაში ყოფნისა, რადგან ის არასდროს გამოძიებას არ დამალვია და მზად არის გირაოთი გარეთ ყოფნით ითანამშრომლოს გამოძიებასთან, სასამართლოში მივიდეს, პროკურატურას ჩვენება მისცეს, ჩვენ დამატებით მოსახლეობაში შევაგროვეთ ხელმოწერები.

დაახლოებით, დღე ნახევარში 15 000-ზე მეტი ხელმოწერა მოგროვდა, რომელიც კიდევ ერთი თავდების საფუძველი გახდება, ადამიანები თავდებში უდგებიან დავით კირკიტაძეს, რომ ის გამოძიებას არ დაემალება”, – განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.