დღეს არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი

საქართველოში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნულ სააგენტოში ინფორმაციით , 25 თებერვალს დასავლეთ საქართველოს მაღალთმიან რეგიონებში მოსალოდნელია ნალექი, აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ მთიან რაიონში შესაძლებელია ნალექი თოვლის სახით.საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი ცვლილება მოსალოდნელი არ არის.
„დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელია ნალექი, აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში შესაძლოა თოვლი მოვიდეს. ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი კლება მოსალოდნელი არ არის. საქართველოში 25 თებერვალსაც მაქსიმალური ტემპერატურა დაბლობ რაიონებში +7,+12 ნარჩუნდება“, – აღნიშნა გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ.