კრწანისის საწვრთნელ ცენტრში მომხდარი ინციდენტის შედეგად კლინიკა,,რუსთავში” გადმოყვანილი წვევამდელის,20 წლის ელჯან ეფენდიევის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
როგორც tv4-ს კლინიკა ,,რუსთავის” მორიგე ექიმმა ,თამარ იაკობიძემ განუცხადა პაციენტი კლინიკა რუსთავში 14:00 საათზე შემოიყვანეს. ექიმის ინფორმაციით, პაციენტს კლინიკაში შემოყვანისას გულისყრით შემდგომი პერიოდი აღენიშნებოდა,თუმცა მას არანაირი გარეგანი დაზიანებები არ ჰქონდა.
საპირისპიროს ამტკიცებს წვევამდელის ოჯახი.ოჯახის ვარაუდით,პაციენტს თავზე ტრავმები აღენიშნებოდა,თუმცა ,ექიმის განმარტებით, მწვავე პათოლოგიური დაზიანება არც კომპიუტერული ტომოგრაფიით არ დადასტურდა.
შეგახსენებთ , მომხდართან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურს დაუკავშირდა. როგორც პრესსამსახურში განაცხადეს, მოხდა მცირედი შელაპარაკება, რა დროსაც ემოციური ფონის გამო, ერთ-ერთი წვევამდელი კლინიკაში გადაიყვანეს.
კლინიკა „რუსთავთან“ ელჯან ეფენდიევის ოჯახის წევრები არიან შეკრებილი. მამა ელბრუს ეფენდიევი აცხადებს, რომ მისი შვილი კრწანისის სამხედრო ბაზაზე სცემეს და კლინიკაში უგონო მდგომარეობაში შემოიყვანეს.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წვევამდელს დაზიანებები არ აქვს მიღებული და მას სამედიცინო დაწესებულებიდან მალე გაწერენ.