წვევამდელის მშობლების ინფორმაციით, მას დაზიანებები აღენიშნება

კლინიკა ,,რუსთავში” გადმოყვანილი წვევამდელის მშობლები ყვებიან,რომ შელაპარაკების შედეგად ,მათი შვილი კლინიკაში დაზიანებებით გადმოიყვანეს. მშობლების მტკიცებით,მას ტრავმა დარტყმის შედეგად თავზე ჰქონდა მიყენებული,რასაც არ ადასტურებენ კლინიკა რუსთავში.

მშობლების ინფორმაციით წვევამდელს უკან დაბრუნება არ სურს ,თუმცა მისი გადაყვანა სავარაუდოდ გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოხდება.

მშობლებს არ აქვთ ინფორმაცია,რა მიზეზით მოხდა დაპირისპირება.მათი თქმით, წვევამდელი ალგეთიდან ,კრწანისში გადმოიყვანეს, მიზეზი ოჯახისთვის უცნობია.