მარნეულში ბუნებრივი აირის ნამწვით 6 ადამიანი მოიწამლა

მარნეულში 6 ადამიანი ბუნებრივი აირით მოიწამლა.

ექვსივე პაციენტი მარნეულის “ავერსის კლინიკაში” არის მოთავსებული.

აღნიშნულთან დაკავშირებით TV4 კლინიკას დაუკავშირდა. გადაუდებელი სამსსახურის ხელმძღვანელი ხათუნა ებრალიძე ქრონიკასთან საუბრისას ამბობს, რომ დაშავებულები კლინიკაში გუშინ ორი სხვადასხვა ოჯახიდან შეიყვანეს. ერთი ოჯახის 4 წევრი და მეორე ოჯახის 2 წევრი.

ბუნებრივი აირით მოწამლულთაგან ერთი მცირეწლოვანია, რომელიც ბავშვთა რეანიმაციულ განყოფილებაშია გადაყვანილი, რაც შეეხება ხუთი პაციენტის მდგომარეობას, ისინი მკურნალობას ამ დრომდე სტაციონარში განაგრძობენ.