მომსახურების სააგენტოს ყველა სერვისცენტრი კვლავ საგანგებო რეჟიმში მუშაობს

მართვის მოწმობის C, D და E კატეგორიების შეცვლის მსურველთა დიდი რაოდენობის გამო, მომსახურების სააგენტოს ყველა სერვისცენტრი საგანგებო რეჟიმში მუშაობს.

კერძოდ, მომსახურების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, გაზრდილია სამუშაო საათების რაოდენობა და მოქალაქეებს მართვის მოწმობის შეცვლა  ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, ყოველ სამუშაო დღეს, 09:30 საათიდან 20:00 საათამდე შეუძლიათ, ხოლო შაბათს მოწმობის შეცვლა – 09:30 საათიდან 18:00 საათამდეა შესაძლებელი. 

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 1 მარტიდან  საქართველოში 2014 წლის 1 მარტამდე გაცემული C, D და E კატეგორიის და ქვეკატეგორიის მართვის მოწმობები იურიდიულ ძალას კარგავს. ცვლილება არ ეხება B კატეგორიის, ანუ მსუბუქი ავტომობილის კატეგორიის მართვის მოწმობებს, ასევე, იმ მოქალაქეებს, რომლებსაც B კატეგორიასთან ერთად, დამატებით აქვთ C, D ან CD კატეგორიები და ამ ეტაპზე მხოლოდ B კატეგორიით სარგებლობენ.