როგორი უნდა იყოს ქალაქში რეკრეაციული სივრცე-რუსთავის მერის ახალი ინიციატივა

თუ გაქვს იდეა, როგორი უნდა იყოს ქალაქში რეკრეაციული სივრცე, რუსთავის მერის ახალი ინიციატივა გაძლევს შესაძლებლობას, შეცვალო გარემო და განაახლო ძველი, უფუნქციოდ დარჩენილი სკვერები.

რუსთავის მერის ინიციატივით, ყველა დაინტერესებულ მოქალაქეს შეუძლია ჩაერთოს და თავად შექმნას რუსთავში არსებული ორი სკვერის განვითარების კონცეფცია.  საუბარია რუსთავის ახალგაზრდობის სკვერსა და პროფესიული დრამატული თეატრის უკან მდებარე სკვერზე.

რუსთავის მერიის ინფორმაციით, კონკრეტული ლოკაციები მოსახლეობის მაღალი ინტერესიდან გამომდინარე შეირჩა და ინიციატივის ფარგლებში წარმოდგენილი თითოეული კონცეფცია  განიხილება. საუკეთესო კონცეფცია საბოლოოდ პროექტის სახეს მიიღებს.

პროექტებისა  და კონცეფციების გაგზავნა ნებისმიერი ფორმატით ელექტრონულ მისამართზე idearustavi@gmail.com. არის შესაძლებელი.