ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული კასპიის ენერგეტიკული კლუბის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას დაესწრო

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა ,  შოთა რეხვიაშვილმა კასპიის ენერგეტიკული კლუბის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ ბიზნეს გარემოსა და სხვადასხვა სფეროს განვითარებისთვის განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებს.

მხარის პირველმა პირმა ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს უცხოელ ინვესტორებს რეგიონში არსებული   ბიზნესგარემო გააცნო და ქვემო ქართლის პოტენციალზე ისაუბრა.  მისი თქმით , რეგიონი ინვესტორებისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებისთვის  ინვესტიციების განსახორციელებლად თავისუფალი და  პოტენციურად საინტერესო  რეგიონია  . შეხვედრის მიმდინარეობისას შოთა რეხვიაშვილს კასპიის ენერგეტიკული კლუბის საპატიო წევრობის სერტიფიკატი გადაეცა. კასპიის ენერგეტიკულ კლუბთან შეხვედრას  მხარისა და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.