ქურდობის ბრალდებით დაკავებული რუსთაველი ახალგზრდები სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო

ქურდობის ბრალდებით დაკავებული და შემდეგ გათავისუფლებული ახალგაზრდებიდან ერთ-ერთი პოლიციამ ისევ დააკავა.
25 თებერვალს მოსამართლის გადაწყვეტილებით, ქურდობის ბრალდებით დაკავებული ორი ახალგაზრდა .დარბაზიდან გათავისუფლდა. გუშინ გვიან ღამით, პოლიციამ ერთ-ერთი მათგანი მეგობრებთან ერთად დააკავა.
tv4-ს დაკავებულის მეუღლე დაუკავშირდა. ახალგაზრდები პოლიციამ მაშინ დააკავა, როდესაც ისინი გვიან ღამით ბარიდან სახლში ბრუნდებოდნენ.ამ დროისთვის  დაკავებულები მეორე განყოფილებაში რჩებიან.

შეგახსენებთ, ბრალდებით დაკავებული რუსთაველი ახალგაზრდები სასამართლო დარბაზიდან 25 თებერვალს გაათავისუფლეს.
სასამართლომ სრულად გაიზიარა დაცვის მხარის შუამდგომლობა და ბრალდებულები უდანაშაულოდ  სცნო.

რუსთავში დაკავებული ახალგაზრდების საქმის შესახებ სიუჟეტი ქრონიკის ეთერში რამდენიმე ექსკლუზიურად გავიდა, სადაც დაცვის მხარე საქმის საეჭვო მტკიცებულებებზე საუბრობდა. უფლებადამცველის ინფორმაციით, დაკავებულები სასჯელს უსამართლოდ იხდიდნენ. საქმე ეხება გასული წლის მაისში რუსთაველის 19 ნომერში მომხდარ ფაქტს. პროკურატურა არჩილ ანთიძეს და გოდერძი მახარაშვილს ავტომობილის ნაწილების ქურდობის მცდელობას ედავებოდა. ბრალდებულები სასჯელს გლდანის ნომერ მე- 8 დაწესებულებაში იხდიდნენ