შარტავას გამზირზე საპატრულო და სახანძრო ეკიპაჟებია მობილიზებული

შარტავას #4 საცხოვრებელი ბინის ეზოში სახანძრო სამაშველო ეკიპაჟია მობილიზებული. Tv4-ის ჟურნალისტის ინფორმაციით , ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში ცეცხლი ელექტროქურას გაუჩნდა. ამ დროისთვის ცეცხლი ლიკვიდირებულია. შემთხვევის შედეგად არავინ  დაშავებულა.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.