თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები გაიზიარა და ცოლ-ქმრის მკვლელობის საქმეში ბრალდებული დ.შ. დამნაშავედ ცნო.
მტკიცებულებების საფუძველზე დადასტურდა, რომ დ.შ.-ს 2017 წლის 9 აპრილს, გალის რაიონის სოფელ სიდაში, წარსულში არსებული უთანხმოების საფუძველზე შელაპარაკება მოუვიდა გ.წ.-სა და მის მეუღლე – ს.შ.-სთან. განაწყენებულმა დ.შ. იმავე დღეს, შურისძიების მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული, ცოლ-ქმრის საცხოვრებელ სახლში მივიდა და მათ რამდენიმეჯერ ესროლა, რის შედეგად გ.წ. ადგილზე, ხოლო ს.შ. საავადმყოფოში მიყვანამდე, გზაში გარდაიცვალა.
დ.შ.-ს სომხეთის რესპუბლიკაში დააკავეს. საქართველოში მისი ექსტრადირება 2018 წლის 17 ოქტომბერს განხორციელდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ დ.შ. დამნაშავედ ცნო სასჯელის სახით 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.