10-მდე საფლავი გაძარცვეს

თელავის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში – რუისპირსა და იყალთოში 10-მდე საფლავი გაძარცვეს. ადგილობრივების განმარტებით, წაღებულია ალუმინის მესერი და ბრინჯაოს ნაკეთობები.

ქურდობის შესახებ პოლიციას ადგილობრივებმა აცნობეს. პოლიციამ ცოლ-ქმარი ცხელ კვალზე დააკავა.