2 თებერვლის შემდეგ თბილისში მგზავრობის ტარიფი სავარაუდოდ 1,50  რჩება

2 თებერვლის შემდეგ რუსთავი- თბილისის მიმართულებით  მგზავრობის ტარიფი სავარაუდოდ 1,50  რჩება.

Tv4 პროცესში ჩართულ ყველა მხარეს ესაუბრა. როგორც მიკროავტობუსების მძღოლები  „ქრონიკასთან“ საუბარში აცხადებენ, ისინი მგზავრობის ტარიფის დამდგენი კომისიის მუშაობის  დასრულებას დაელოდებიან, ვიდრე კომისია კვლევის შედეგს არ დადებს მგზავრობის ტარიფი კვლავ 1.50 იქნება.

ამ ინფორმაციას ადასტურებს კომპანია ,,ინტერტრანსიც“. კომპანიაში აცხადებენ,რომ მგზავრობის ტარიფის დადგენამდე, რუსთავიდან-თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსები მუშაობას ძველი ტარიფით გააგრძელებენ. როგორც ტარიფის დამდგენი კომისიის წევრმა, გიორგი გზირიშვილმა tv4-ს განუცხადა, კომისიამ დაითვალა სამუშაო დღეებში არსებული მგზავრთა ნაკადი, უახლოეს დროში კი არასამუშაო დღებში არსებული ნაკადი გახდება ცნობილი. მხოლოდ ამის შემდეგ დაითვლება რეალური ტარიფი.​