თბილისში, „დირსის“ საცხოვრებელი კომპლექსის ტერიტორიაზე, რომელიც ისანში მდებარეობს, პოლიციელები არიან მობილიზებულნი. ისინი კომპლექსის ერთ-ერთ კორპუსს დევნილებისგან იცავენ, რომლებიც საცხოვრებელში შეჭრას ცდილობენ. მანამდე დევნილების ჯგუფმა იმავე ტერიტორიაზე კიდევ ერთი კორპუსი დაიკავა, რის შემდეგაც მეორე კორპსუში შესვლას შეეცადნენ.
დღეს შუადღეს საცხოვრებლ კორპუსთან დევნილთა ჯგუფი გამოჩნდა. ისინი აცხადებდნენ , რომ დევნილთა სამინისტრო მათ ბინების გადაცემას სწორედ ამ კორპუსში დაჰპირდა, თუმცა ახლა აღარ უშვებენ.
სამინისტროში აცხადებენ, რომ დევნილებისთვის ბინებით უზრუნველყოფის პროცესი გაგრძელდება, თუმცა კონკრეტულად თუ ვის გადაეცემოდა ბინა, ასეთი პირობა არ გაუციათ და ბინებს მათ გადასცემენ, ვინც ქულების მიხედვით პრიორიტეტულია.
რაც შეეხება დევნილთა მეორე ჯგუფს, რომლებმაც ერთი კორპუსი უკვე დაიკავეს, ისინი შენობაში არიან და მის დატოვებას არ აპირებენ. მათ სადარბაზოების კარს ჩამკეტი მოხსნეს და შიგნით გამაგრდნენ. მათ კორპუსის ოთხი სადარბაზო და დაახლოებით 200-მდე ბინა დაიკავეს.
კომპანია „დირსის” გენერალური დირექტორის მოადგილე აცხადებს, რომ კერძო საკუთებას კანონის ფარგლებში დაიცავენ. გიორგი კაციტაძის თქმით, ბინები, რომლებიც დევნილებმა დაიკავეს, სხვა მენაშენეებისაა, რომლებმაც კომპანიას თანხა ნაწილობრივ ან სრულად გადაუხადეს. მისივე თქმით, არ აქვს ინფორმაცია, რომ დევნილთა სამინისტრომ რომელიმე კორპუსი დევნილებისვის იყიდა.
წყარო:imedinews.ge