ვაკის პარკის ტერიტორიაზე ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ვაკის პარკში, სამამულო ომის მუზეუმის ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძარს ასაკოვანი მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, დღეს დილით მომხდარი ხანძრის შედეგად დამწვარია 20 კვ. მეტრის ფართობი ტერიტორია. ადგილზე მეხანძრე მაშველებმა მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს, რომელიც სავარაუდოდ, კვამლის შედეგად გაიგუდა.

სავარაუდოდ, მამაკაცი აღნიშნულ ტერიტორიაზე ცხოვრობდა.