მშენებარე ტაძრის ეზოში სამლოცველო გაქურდეს, შემთხვევა ფოთში მოხდა. მძარცველებმა ტაძრის კარები გატეხეს და სამლოცველოში შევიდნენ.
არსებული ინფორმაციით, გატეხილია შესაწირი ყულაბები და წაღებულია თანხა.
სამართალდამცველებმა, მშენებარე ტაძრის ეზოში სამლოცველოს გაქურდვის ფაქტი გახსნეს. გამოძიება სსკ-ის 177 მუხლით გრძელდება.