რუსთაველი მოკრივეს ნიკოლოზ ბეგაძის წარმატება ევროპის ჩემპიონატზე

რუსთაველმა მოკრივემ,ნიკოლოზ ბეგაძემ ევროპის მიმდინარე ჩემპიონატზე გამარჯვება მოიპოვა. პირველ შეხვედრაში სპორტსმენმა თურქი მეტოქე ჩამოიშორა.

საქართველოს 22 წლამდე მოკრივეთა ნაკრები რუსეთში ქ. ვლადიკავკაზში, ევროპის 22 წლამდე მოკრივეთა ჩემპიონატზე იმყოფება. ადგილზე ნაკრების წევრებს შორისაა რუსთაველი ნიკოლოზ ბეგაძეც.

ნიკოლოზ ბეგაძეს წინ კიდევ 3 შეხვედრა ელოდება. ჩემპიონატი 17 მარტს დასრულდება.