ბაგა ბაღების გაერთიანების #8 და #25 ფილიალების გამაგრება-გაძლიერების სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოებს რუსთავის მერიის დაკვეთით ,შპს აბსთა ასრულებს. გაერთიანების მე-8 ფილიალში სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები ხორციელდება, კერძოდ იღებება ბაღის გარე ფასადი, რეაბილიტაცია უტარდება შენობის შიდა ნაწილს. ფილიალის პირველ სართულზე მოეწყო სააღმზრდელო კლასები.
რაც შეეხება 25-ე ფილიალს, დასრულებულია შენობის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი, რაც შიდა სამუშაოებს ითვალისწინებდა. ამ დროისთვის მუშაობა ბაღის გარე ფასადზე მიმდინარეობს. სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის ინფორმაციით, მერვე ფილიალის დასრულება მარტის ბოლოს იგეგმება, რაც #25 ბაგა-ბაღს, ფილიალი სავარაუდოდ ერთ კვირაში უნდა დასრულდეს