გამოფენა რუსთავის დრამატული თეატრის ფოიეში

რუსთავის დრამატული თეატრის ფოიეში რუსთავის საჯარო და სამხატვრო სკოლების მოსწავლების ნამუშევრები გამოიფინა.

მოზარდებმა დედებს საკუთარი ნახატები მიუძღვნეს და დღესასწაული ამ ფორმით მიულოცეს . თეატრის დარბაზში კი , დედის დღისადმი
მიძღვნილი კონცერტი იმართება , რომელზე დასასწრებადაც მრავალშვილიანი დედები არიან მოწვეულები . კონცერტში მონაწილეობაას რუსთაველი მომღერლები და მუსიკალური ანსამბლები იღებენ. მსმენელის წინაშე მუსიკალური ნომრით გერმანიაში მოღვაწე რუსთაველი საოპერო მომღერალი გიორგი დარბაიძე წარსდგება .