ეთიოპიური ავიახაზების „Ethiopian Airlines“-ის კუთვნილი თვითმფრინავის „ბოინგ 737“ის კატასტროფის შედეგად, ბორტზე მყოფი 157-ივე მგზავრი დაიღუპა. ამის შესახებ „როიტერი“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით იუწყება.„ლაინერის ბორტზე, სადაც მგზავრები 33 ქვეყნიდან იმყოფებოდნენ, არავინ გადარჩენილა“ – წერს სააგენტო.
“ბოინგი 737” ადის-აბება-ნაირობის რეისს ახორციელებდა. ის რადარებიდან ეთიოპიის დედაქალაქის აეროპორტის დატოვებიდან 6 წუთში გაქრა. ავიაკატასტროფის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.
ამჟამად რეგიონში სამძებრო და სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.
თვითმფრინავში 149 მგზავრი და 8 ეკიპაჟის წევრი იმყოფებოდა.









