გურჯაანში საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანში ორსართულიან საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა.

ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია. ოჯახმა ბინიდან საყოფაცხოვრებო ნივთების გამოტანა ვერ შეძლო.

გურჯაანის მერის განცხადებით, მერია უსახლკაროდ დარჩენილ მარჩილაშვილების ექვს სულიან ოჯახს 5 000 ლარით დაეხმარება და დროებით საცხოვრებელ ფართს უქირავებს.

რა გახდა ხანძრის გამომწვევმიზეზი, ჯერ უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება.