პროდუქტები , რომლებიც თებერვალში გაიაფდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2019 წლის თებერვალში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.3 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 2.3 პროცენტი შეადგინა.
„საქსტატის“ ცნობით, ტოპ 5 პროდუქტის ჩამონათვალი, რომელიც წინა წლის თებერვლის მაჩვენებელთან შედარებით, ყველაზე მეტად გაიაფდა, ასე გამოიყურება:

ვაშლი – 41,62%;

ნიორი – 37,78%;

ქლიავი – 35,43%;

ლიმონი – 29,62%;

ქალის საზაფხულო კაბა – 27,16%.

რაც შეეხება პროდუქტებს, რომლებიც თებერვალში ყველაზე მეტად გაძვირდა, მათი ტოპ-ხუთეული ასე გამოიყურება:

კომბოსტო – 115,81%;

ადგილობრივი წარმოების უფილტრო სიგარეტი – 41.26%;

მწვანილი – 37,71%;

წიწაკა – 30,91%;

ადგილობრივი წარმოების ფილტრიანი სიგარეტი – 30,27%.