რუსთავის მერი 25 -ე საჯარო სკოლის სპორტული აკრობატიკის გუნდს ეწვია

8 მარტის დღესასწაულთან დაკავშირებით რუსთავის მერი და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული 25 -ე საჯარო სკოლის სპორტული აკრობატიკის გუნდს ეწვია.

მერმა და რწმუნებულმა სპორტული აკრობატიკის მწვრთნელ ქალბატონს ვიქტორია ლებედევას ყვავილების თაიგული და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

რეგიონისა და ქალაქის პირველი პირისგან ქალთა დღის აღსანიშნავად ყვავილები პატარა ტანმოვარჯიშეებმაც მიიღეს.