ფლეშმობი რუსთაველებისთვის

რუსთავის მერიის ინიციატივით ქალაქში 8 მარტის დღესასწაულთან დაკავშირებით ,ფლეშმობი გაიმართა. ქალთა დღე რუსთაველებს მუსიკალურმა ანსამბლმა ” თუთარჩელა”  რუსთაველ ახალგაზრდებთან ერთად  მუნიციპალურ ტრანსპორტში ფლეშმობის სახით მიულოცა.

პერფომანსს რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა შეურთდა და დღესასწაულთან დაკავშირებით ყვავილები რუსთაველ ქალბატონებს  პირადად გადასცა.

“თუთარჩელას ”  წევრებმა მუნიციპალურ ტრანსპორტში მყოფი რუსთაველებისთვის მუსიკალური ნომრები  შეასრულეს.