ფონდ ,,იალქანის” მადლობა კლინიკას ,,ჩემი ექიმი” და მარიამ გოგრიჭიანს ქველმოქმედებისთვის

ფონდი ,,იალქანის” მადლობა კლინიკას ,,ჩემი ექიმი” და მარიამ გოგრიჭიანს ქველმოქმედებისთვის.

ფონდ ,,იალქანის”ერთ-ერთი წარმომადგენელი ფეისბუქ გვერდზე მადლობის წერილს აქვეყნებს და ექიმ მარიამ გოგრიჭიანს, ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანის გადაცემა ,,ჩემი ექიმის” ავტორსა და წამყვანს ქველმოქმედებისთვის საჯარო მადლობას უხდის.

,,ფონდი იალქანი სახელით მინდა მადლობა გადავუხადო მარიამ გოგრიჭიანი_ს და კლინიკა ჩემი ექიმი-ს გაწეული ქველმოქმედებისთვის. მათი დამსახურებით დათუნას და ინგას ერთი წელი ექნებათ თბილი სახლი.
ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის თქვენი თანადგომა და მხარდაჭერა .”-წერს ფონდის წარმომადგენელი.

შეგახსენებთ,მარიამ გოგრიჭიანის საავტორო გადაცემა ,,ჩემი ექიმი” tv4-ის ეთერში უკვე რამდენიმე თვეა გადის.