ქურდობის ბრალდებით დაკავებული და შემდგომ გათავისუფლებული ახალგაზრდები ისევ დაკავეს

ქურდობის ბრალდებით დაკავებული და შემდეგ გათავისუფლებული ახალგაზრდებიდან ერთ-ერთი პოლიციამ ისევ დააკავა.
25 თებერვალს მოსამართლის გადაწყვეტილებით, ქურდობის ბრალდებით დაკავებული ორი ახალგაზრდა სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა. გუშინ გვიან ღამით, პოლიციამ ერთ-ერთი მათგანი, გოდერძი მახარაშვილი მეგობრებთან ერთად დააკავა.

tv4-ს დაკავებულის მეუღლე დაუკავშირდა. ახალგაზრდები პოლიციამ მაშინ დააკავა, როდესაც ისინი ,გვიან ღამით, ბარიდან სახლში ბრუნდებოდნენ.ამ დოისთვის დაკავებულები მეორე განყოფილებაში რჩებიან.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში tv4-ს განუცხადეს,დაკავებულია სამი პირი, ადმინისტრაციულად 166-ე და 173-ე მუხლებით, რაც წვრილმან ხულოგნობას და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

შეგახსენებთ, ქურდობის ბრალდებით დაკავებული რუსთაველი ახალგაზრდები სასამართლო დარბაზიდან 25 თებარვალს გაათავისუფლეს.სასამართლომ სრულად გაიზიარა დაცვის მხარის შუამდგომლობა და ბრალდებულები უდანაშუალოდ სცნო.

რუსთავში დაკავებული ახალგაზრდების საქმის შესახებ სიუჟეტი ,,ქრონიკის” ეთერში ქსკლუზიურად გავიდა, სადაც დაცვის მხარე საქმის საეჭვო მტკიცებულებებზე საუბრობდა. უფლებადამცველის ინფორმაციით, დაკავებულები სასჯელს უსამართლოდ იხდიდნენ. საქმე ეხება გასული წლის მაისში რუსთაველის 19 ნომერში მომხდარ ფაქტს. პროკურატურა არჩილ ანთიძეს და გოდერძი მახარაშვილს ავტომობილის ნაწილების ქურდობის მცდელობას ედავებოდა. ბრალდებულები სასჯელს გლდანის ნომერ მე- 8 დაწესებულებაში იხდიდნენ.