ხვალ საქართველოში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი

11 მარტს, დღის პირველ ნახევარსა და ღამით, დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა, მაღალ მთაში კი ნავარაუდევია თოვლი. ჰაერი 13-18 გრადუსის ფარგლებში გათბება.

რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, ზოგან შესაძლებელია, აღინიშნოს მცირე წვიმა და ღამით, მაღალ მთაში თოვლი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ხვალ, დღისა და ღამის საათებში, ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15მ/წმ-ში, ზოგან კი 17/22 მ/წმ-მდე გაძლიერდება. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ტემპერატურა 15-20 შენარჩუნდება.