3 მარტს ქალაქში სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართება.
დედის დღესთან დაკავშირებით რუსთავის მერია რუსთაველებს მრავალფეროვან პროგრამას სთავაზობს.
ტრადიციულად დატვირთული იქნება პროფესიული დრამატული თეატრი, სადაც 14 საათსა და 30 წუთზე რუსთაველი მოსწავლეების თემატური ნამუშევრების გამოფენა იქნება წარმოდგენილი. 15:00 საათზე მრავალშვილიანი დედებისთვის მიძღვნილი კონცერტი დაიწყება, რომელსაც სხვადასხვა სტატუსის მქონე ბენეფიციარები დაესწრებიან.საღამოს ქალაქის თეატრი მარჯანიშვილის თეატრის სპექტაკლს „ცუდი ბიჭები“ უმასპინძლებს.
სახელოვნებო დეპარტამენტის ხელმძღვანელის მარიკა ფიროსმანაშვილის ინფორმაციით, წინა წლის მსგავსად, მოიხატება ორი ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელი. 3 მარტის ღონისძიებების ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა ქორეოგრაფიული და სანახაობრივი წარმოდგენები.