სუმგაითელი მეტალურგების ქუჩაზე დღეიდან ორმხრივი საავტომობილო მოძრაობა აიკრძალა

რუსთავის მარცხენა სანაპიროზე, სუმგაითელი მეტალურგების ქუჩაზე დღეიდან ორმხრივი საავტომობილო მოძრაობა აიკრძალა.

სუმგაითელი მეტალურგების #1 საცხოვრებელი კორპუსის ტერიტორიიდან ბარათაშვილის ქუჩის კვეთამდე ავტომანქანების მოძრაობა ცალმხრივი გახდა.

გადაწყვეტილება, რუსთავის მერიამ ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე მიიღო.

ადგილობრივმა მცხოვრებლებმა რამდენიმე თვის წინ, საავტომობილო მოძრაობის განტვირთვის თხოვნით, რუსთავის მერს, მიმართეს.

პრობლემის მოგვარების მიზნით, მერიამ საპატრულო პოლიციასთან ერთად, სუმგაითელი მეტალურგების ქუჩაზე, საავტომობილო მოძრაობის ახალი სქემა შეიმუშავა.