საქართველოში ბენზინი გაიაფდა

საქართველოში ბენზინი გაიაფდა.

ბოლო ერთ კვირაში, თითქმის ყველა ბრენდირებულ ქსელში ბენზინი სამი თეთრით გაიაფდა.

„რომპეტროლის“ ქსელში ევრო რეგულარის ფასი 2.35 ლარი იყო და 2.32 ლარი გახდა; „ლუკოილმა“ ევრო რეგულარის ფასი 2.28 ლარიდან 2.25 ლარამდე შეამცირა; „სოკარის“ ნანო ევრო რეგულარის ფასი 2.29 ლარიდან 2.26 ლარამდე შემცირდა; „ვისოლის“ ევრო რეგულარის ღირებულებამ 2.35 ლარიდან 2.32 ლარამდე დაიწია.

აღნიშნული ინფორმაცია კომპანიების ოფიციალურ ვებ გვერდებზეა ხელმისაწვდომი.