ბაღის მასწავლებელს, რომელსაც ბრალად ბავშვზე ძალადობა ედება, სამსახურეობრივი უფლებამოსილება შეუჩერდა.
შემთხვევა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ეწერში მოხდა. საბავშვო ბაღის მასწავლებელს ბრალად ედება რომ მან ხუთი წლის ბავშვზე ფიზიკურად იძალადა.
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ბაღის აღმზრდელს 5000- ლარიანი გირაო, 8 აპრილს შეუფარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მასწავლებელს ბრალი 126-ე, მუხლით წარუდგინა, რაც ძალადობას გულისხმობს.