არქიმანდრიტ კირიონის ინფორმაციით დავით გარეჯთან აზერბაიჯანელი მესაზღვრეების რაოდენობა გაიზარდა

დავით გარეჯის მამათამონასრტრის არქიმანდრიტი კირიონი დავით გარეჯის ტერიოტორიაზე აზერბაიჯანელი მესაზღრეების რაოდენობის ზრდაზე საუბრობს.მისი თქმით, კონტიგენტი 20 კაცამდეა გაზრდილი.მიუხედავად იმისა ,რომ ამ დროისთვის ადგილიზე მშვიდი ვითარებაა და მომლოცველები თავისუფლად გაადადგილდებიან , როგორც არქიმანდრიტი ტვ4-თან საუბარში აღნიშნავს, მოვლენათა განვითარებას სკეპტიკურად უყურებს. მისი თქმით სააღდგომო დღესასწაულის დასრულების შემდეგ , აზერბაიჯანულმა მხარემ შესაძლოა უდაბნოს მონასტერთან მისასვლელი გზა კვლავ ჩაკეტოს .