აქციის მონაწილეებმა შეკრება დაიწყეს

დაანონსებული აქციის მონაწილეები ჭყონდიდელის დასახლებაში, ციხეების მშენებლობის ადგილას იკრიბებიან. როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, ორგანიზატორთა ერთი ნაწილი უკვე იუსტიციის სახლთან არის, აქციის დანარჩენი წევრები კი მათ რამდენიმე წუთში შეუერთდებიან.

შეგახსენებთ, რომ ჭყონდიდელის დასახლებაში მშენებარე ციხეების გამო პროტესტი დიდი ხანია გრძელდება. დღევანდელი აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც მოსახლეობასა და იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს შორის დიალოგი არ შედგა.